სვერის საჯარო სკოლის მოსწავლის, მერი ცუცქირიძის მორიგი წარმატება
20-04-2022

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მერი ცუცქირიძემ დედაენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში წარმატება მოიპოვა. 

სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან ერთად, ქართული ენის ფესტივალის ფარგლებში, გამოაცხადა სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსები.

ნომინაცია შეცვალე ჟანრი - შექმენი კომიქსი ანუ გრაფიკული წიგნი, მოსწავლეების მიერ ნასწავლი მხატვრული ნაწარმოებისთვის ჟანრის შეცვლასა და მის საფუძველზე კომიქსის (გრაფიკული წიგნის) შექმნას ითვალისწინებდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მერი ცუცქირიძემ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების - „მგზავრის წერილები“ მიხედვით ​კომიქსი შექმნა და II საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია ულოცავს მერის და მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მარიამ ცუცქირიძეს ამ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203