მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლა დედამიწის დღის აღნიშვნას შეუერთდა. თარიღთან დაკავშირებით, სასკოლო ღონისძება გიმართა. მასში მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დედამიწის დღის შესახებ ინფორმაცია მოიძეს და თემატური პლაკატები თავიანთი ხელით შემნეს.
აქტივობას ბუნებისმეტყველების მასწავლებელი თეა ჯგერენაია ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს, აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: