პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
20-04-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში ქართული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა. კონკურსში მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებლები ქეთევან მაისურაძე, ანჯელა ირიციანის და მარიეტა ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

მოსწავლეები კონკურსში ინტერესით ჩაერთნენ და კალიგრაფიული ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 15 მოსწავლე სიგელებით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203