„ჩემი საყვარელი ლექსები“ ​ - ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლის, ეკა ფანგანის საინტერესო პროექტი
20-04-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მოსწავლეები სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტებსა თუ აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლემ, ეკა ფანგანმა პროექტი თემაზე „ჩემი საყვარელი ლექსები“ პოეტის ნიკოლაი ალექსეევიჩ (ნ.ა.​) ზაბალოცკის მიხედვით მოამზადა. მოსწავლემ ვიდეორგოლი ჩაწერა, სადაც პოეტის ლექსებს მხატვრულად კითხულობს.

აღსანიშნავია, რომ მეთერთმეტეკლასელის პედაგოგი და ხელმძღვანელი რიმა ნაზარეტიანი გახლავთ.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203