19 აპრილს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღის აღსანიშნავად, ახლომდებარე ტერიტორიების დასუფთავების აქცია მოაწყეს.
ბავშვები ხალისით ჩაერთვნენ გარემოსდაცვით აქტივობაში და შერჩეული ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
აღსანიშნავია, რომ მიქელეფონის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.
იხილეთ ფოტოები: