დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, უკრაინის მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში, გამოფენა მოეწყო
20-04-2022
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

სკოლაში მეგობარი ქვეყნისადმი თანადგომის ნიშნად გამოფენა მოეწყო. გამოფენილ ნამუშევრებში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთელი სიცხადით იყო გადმოცემული და მნახველებზე უაღრესად დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

„უკრაინის მხარდასაჭერი კამპანიის ფარგლებში მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მივუძღვენით რუსული ოკუპაციის მსხვერპლ უდანაშაულო ბავშვებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203