მუხრანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ჯანმრთელობის საკითხებზე საინტერესო შეხვედრა გაიმართა
20-04-2022
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
ფონდის წარმომადგენლები (გ. საღინაძე, გ. გარსევანიშვილი და თ. მაჭავარიანი) IX-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მეტად საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს.
„შეხვედრის ძირითადმა მიზანმა: მივიღოთ მონაწილეობა ტუბერკულოზის გამოვლენაში; დავეხმაროთ ტუბერკულოზის მქონე ადამიანებს მკურნალობის დასრულებაში - ნუ გავრიყავთ მათ, გამოვხატოთ თანადგომა, დავძლიოთ სტიგმა! - მოსწავლეთა მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა მოსწავლეებს საინფორმაციო პოსტერები და ბუკლეტები გადასცეს.