მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება ეწერის საჯარო სკოლაში
20-04-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ. მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
სკოლაში მორიგი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება დედაენას მიეძღვნა. მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს.