ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლაში დასუფთავების დღე მოეწყო.
მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მისი შემოგარენი. ყველა მოსწავლე აქტიურად და ხალისით იყო ჩართული აქტივობაში.
აღსანიშნავია, რომ ღვირიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.