დედამიწის საათი ქუტირის საჯარო სკოლაში
20-04-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში დედამიწის საათის აღნიშნვნას შეუერთნენ. 

მოსწავლეებმა ამ თარიღთან დაკავშირებით, აქტივობები განახორციელეს. მათ დედამიწის საათისა და გარემოს მოფრთხილების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს, თემატური პლაკატი შექმნეს და სკოლის ეზოში ფლეშმობიც გამართეს. 

მოსწავლეები უკრაინაში მიმდინარე ომსაც გამოეხმაურენ და მეგობარ ქვეყანას მხარი დაუჭირეს.

„ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას მსოფლიოში დედამიწის საათს ჩვენც შევუერთდით. ის მსოფლიოს 190 ქვეყანაში იმართება და ამით სიმბოლურად გამოვხატავთ ერთი საათით ელექტროენერგიის გათიშვით ჩვენი პლანეტისადმი მზრუნველობას, მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ამასთანავე მხარს ვუჭერთ უკრაინას და მშვიდობას მსოფლიოში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203