
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში დედაენის სიწმინდის დაცვას მეთოდური კვირეული მიეძღვნა.
მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ საინტერესო აქტივობები: პრეზენტაციები და მხატვრული კითხვა, კონფერენცია და თეატრალიზებული დადგმა, კონკურსები და ვიქტორინები.
პირველკლასელებმა მოაწყვეს „ანბანის დღესასწაული“, ნასწავლი თამაშით შეაჯამეს, განიმტკიცეს ფონოლოგიური უნარ-ჩვევები და შეასრულეს სახალისო დავალებები.
მეორეკლასელებმა „კალიგრაფიის კონკურსში“ ისახელეს თავი. შექმნეს სასწავლო რესურსი - მოძრავი წიგნი „ჩვენი ენა ქართული“.
IV კლასში „მკითხველის თეატრში“ მოიწონეს თავი პატარა „მსახიობებმა“, იცეკვეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს „ზღაპარი დედაენაზე“.
შთამბეჭდავი იყო მოსწავლეთა დეკლამაცია ლიტერატურულ კომპოზიციაში, საოცარი არტისტიზმით გამორჩეული თეატრალიზებული დადგმა, უფროსკლასელთა კრიტიკული და ანალიტიკური უნარების რეალიზება ინტელექტკონკურსსა და სასწავლო კონფერენციაში.
მასწავლებლებისთვის კი ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა შეხვედრა პედაგოგთა კლუბში, გამოცდილების გაზიარება აქტუალურ საკითხებზე.
იხილეთ ფოტოები: