„ფარნავაზიდან იაკობამდე“​ - ტობანიერის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი ღონისძიება
20-04-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ღონისძიებით „ფარნავაზიდან იაკობამდე“, გრანდიოზულად აღინიშნა.

ღონისძიებას სახალხო ზეიმის ელფერი სდევდა თან. უფროსკლასელებმა საინფორმაციო - კომპოზიცია წარადგინეს, ხოლო დაწყებითი კლასების ნიჭიერმა მოსწავლეებმა ულამაზასი წარმოდგენა გამართეს.

„პატარა მერცხლებმა ჭიკჭიკა ენით ხოტბა შეასხეს და უმღერეს ქართულ ანბანს. ემოციებით დატვირთული დღე იყო, ბავშვების მოზღვავებულმა ენერგიამ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.. ეს დღე დამსწრე საზოგადოებას მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა სკოლის დირექტორმა, ია მეფარიშვილმა. რაიონიდან მოწვეულმა ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირმა ცხვარაძემ დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფასო თოჯინების თეატრის სპექტაკლით დააჯილდოვა, ხოლო უფროსკლასელები ექსკურსიით. ღონისძიებას ესწრებოდა ვანის საკრებულოს წარმომადგენლები. ღონისძიება დასრულდა ჰაერში ჰელიუმის ბუშტებით გაშვებული ქართული ანბანით, რომელიც საოცრად ლამაზი სანახაობა იყო... ეს დღე სამუდამოდ დარჩება ბავშვების მეხსიერებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203