დიაგნოსტიკური შეფასება არის მოსწავლეთა მიღწევების აღწერა და საჭიროებების დადგენა, ასევე ხდება პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგების შესწავლა - როგორც ზოგადი განათლების რეფორმის დეპარტამენტი etaloni.ge-სთან განმარტავს, დიაგნოსტიკური შეფასებისთვის მასწავლებლებს ვადა სემესტრის ბოლომდე აქვთ.ხოლო, შეფასების ანალიზის დაწერისთვის ელექტრონულ ჟურნალში ახალი გრაფა გაჩნდება. მათივე განმარტებით, დიაგნოსტიკური შეფასებისთვის შემუშავდა მზა დავალებები, რომელსაც სკოლები მიიღებენ. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც რომ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნება იმ მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც ონლაინ სწავლებაზე არიან.
„ეს არ არის არც ტესტირება, არც გამოცდა, ასევე არ ახდენს გავლენას სემესტრულ ნიშანზე. ეს არის დიაგნოსტიკური შეფასება. ჩატარდება ყველა საჯარო სკოლაში: IV-IX კლასებში. შეფასებას ჩაატარებენ მასწავლებლები. ეს არის კომპლექსური ბუნების დავალება და არა ტესტი.