განძის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
20-04-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს მე-9 კლასში ღონისძიება მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, ისაუბრეს ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიაზე და აღნიშნეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ენის ცოდნა. მეცხრეკლასელებმა ასევე იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

​14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203