თბილისის N108 სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა
20-04-2022
თბილისის N108 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სლოგანით - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“ ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში კლასებმა სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

  • კედლის გაზეთების კონკურსი - I – XII კლასები;
  • კალიგრაფიის კონკურსი - „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ - I – XII კლასები;
  • დიდი და მცირე ზომის წიგნების შექმნა - I – XII კლასები.
  • ერთად დავიცვათ ენის სიწმინდე (პრეზენტაცია, ვიდეორგოლი, ვიდეოკლიპი, კომიქსი, ანიმაცია).
აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში გამართულ აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203