ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის სამი მოსწავლე კულინარიულ შეჯიბრში მონაწილეობდა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის სამი მოსწავლე კულინარიულ შეჯიბრში მონაწილეობდა. შემეცნებით-გასართობი შეჯიბრის პირველი შესარჩევი ტური თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა.
მოსწავლეებმა სამზარეულო ნივთების ამოიცნეს, საქართველოს კუთხეების ტრადიციული კერძებისა და წესების შესახებ სახალისო კითხვების უპასუხეს, თვალებახვეულებმა ბოსტნეული და ძირითადი სასურსათო პროდუქტები ამოიცნეს.
ისინი აქტივობაში უდიდესი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს.
„პროექტის მონაწილეები გამოთქვამდნენ სურვილს მსგავს ღონისიებაში აქტიური მონაწილეობის მისაღებად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: