„ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ - სათხის საჯარო სკოლის მე-7 კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის მე-7 კლასში თემაზე - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ღია გაკვეთილი ჩატარდა. სკოლაში აღნიშნავენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მოსწავლეები სკოლის ასაკშივე უნდა მიეჩვიონ და ისწავლონ. მოზარდების მხრიდან ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება ნაკლებ დაინტერესებას იწვევს. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მის პრივილეგიებზე. ასევე ისაუბრეს თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რათა შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
მეშვიდეკლასელებმა ვიდეორგოლის საშუალებით აჩვენეს თუ რა დაავადებებს იწვევს ალკოჰოლი და ნარკოტიკული საშუალებები. თანაკლასელებთან ერთად იმსჯელეს, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.
ბოლოს ყველას მოუწოდეს იცხოვრონ ჯანსაღი წესით და უარი თქვან არაჯანსაღ საკვებზე.
კლასის მასწავლებელი რიმა სანოსიანი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: