ქოსალარის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
20-04-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსალარის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, IV კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგოებაშვილის დედაენა წაიკითხეს და არაჩვეულებრივი ნამუშევრები შექმნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის დედა ენა, რომელმაც გვისახსოვრა. შეაგროვა ქართული ასოები არამარტო ქართველებისთვის, ჩვენი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლეებისთვისაც და შეინახა. დიდი მოფრთხილება და სიყვარული სჭირდება დედა ენას, ის დედასავით უნდა გვიყვარდეს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203