ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან პროექტი - „ქართული მარტო ენაა?!“ წარადგინეს
20-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მე-6 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, იზოლდა სულავას ხელმძღვანელობით ქუთაისში, იაკობ გოგებაშვილის ძეგლთან პროექტი - „ქართული მარტო ენაა?!“ წარადგინეს.
მოსწავლეებმა ქართული ენის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები გადმოსცეს. ასევე, ქართველი პოეტების ენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს