მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „რა ვიცით 14 აპრილის შესახებ“ პრეზენტაცია მოეწყო
20-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის პროექტის - „რა ვიცით 14 აპრილის შესახებ“ პრეზენტაცია მოეწყო, რომელზეც მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ლენა უგულავას ხელმძღვანელობით იმუშავეს.
პროექტზე მუშაობის შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომლებიც ანკეტური კითხვებით ჩაიწერეს პედაგოგებისა და სოფლის მოსახლეობისაგანა, ალბომში სურათებთან ერთად შეიტანეს.