წეროვნის N3 საჯარო სკოლაში ლექცია - „საქართველო და ევროკავშირი“ ჩატარდა
20-04-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო შეხვედრები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, 6 აპრილს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, წეროვნის N3 საჯარო სკოლაში, წეროვნისა და ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებისთვის ლექცია - „საქართველო და ევროკავშირი“ ჩატარდა.
ლექციას რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი უძვღვებოდა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის მთავარი პრინციპები და მიმართულებები საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობების ისტორია, აწმყო და მომავალი განიხილეს.
პროექტი - „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს