მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის, ეთერი ლეკვეიშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო
20-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. მათ შორის, ძალიან სამახსოვრო და შთამბეჭდავი მოსწავლეებისათვის აღმოჩნდა მე-11 კლასის წარჩინებული მოსწავლის, ეთერი ლეკვეიშვილის ნახატების გამოფენა, რომელიც დამრიგებელმა ლენა უგულავამ გახსნა.
ეთერი ლეკვეიშვილმა მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა; ასევე, მადლობა გადაუხადა სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ირმა ქუთათელაძეს და წყალტუბოს სამხატვრო სკოლის მასწავლებლებს.
ეთერის წარმატებები უსურვეს დირექტორის მოადგილე მზია ჟორჟოლიანმა და დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ლამარა კვერნაძემ, ხოლო სკოლის დირექტორმა, მარინე ფხაკაძემ „ხელოვნების საუკეთესო შემოქმედს“, სიგელი გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს