
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას სიხარულით აცნობს.
ერთ-ერთია მე-11 კლასის მოსწავლე ზურა ჯაშიაშვილი, რომელიც წარმატებული სპორტსმენია.
ზურა ჯაშიაშვილმა, ქარელში, ქართულ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: