განძის N2 სკოლის მოსწავლე გენრიხ მალხასიანი გეოგრაფიის ოლიმპიადაში 10 ყველაზე მაღალრეიტინგულ მონაწილეს შორის მოხვდა
20-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე გენრიხ მალხასიანმა გეოგრაფის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში დიდ წარმატებას მიაღწია. 

მოსწავლე, საქართველოს მასშტაბით, 10 ყველაზე მაღალრეიტინგულ მონაწილეს შორის მოხვდა. 

სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ და მომავალშიც უდიდეს წინსვლას უსურვებენ. მას ეს წატმატება სკოლის დირექტორმა სარკის დურგარიანმაც მიულოცა.

„როცა დადგა მოსალოდნელი დღე და ცნობილი გახდა საბოლო შედეგი, სკოლის კოლექტივს ძალიან უხაროდა გენრიხის წარმატება, მაგრამ მისი გეოგრაფიის მასწავლებლის გაბრიელ ღაზარიანის ბედნიერება ორმაგი იყო, რადგან მისი რჩევებით მან მიაღწია ამ წარმატებას.
ამ დღეს, ბრწყინავდა გენრიხის თვალები, ის უზომოდ ბედნიერი და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით. ჩვენთვისაც დიდი პატივი და ბედნიერება იყო მასთან ერთად, მიზანდასახული და ხარისხიანი შრომის შედეგის გაზიარება. მაგრამ ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, რადგან გენრიხი იყო შრომისმოყვარე და მიზანდასახული, მას ჰქონდა კარგი მეხსიერება და დიდი სიყვარული ცოდნისადმი“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203