ივანდიდის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა და მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გაკვეთილები მიუძღვნეს
20-04-2022
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ტრადიციების პატივისცემას და სიყვარულს მოსწავლეებს ბავშვობიდანვე უნერგავენ. ამჯერად, ინგლისური ენის პედაგოგმა, მაია ჩხეიძემ მე-8 და მე-3 კლასების მოსწავლეებს მეტად საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
„ჩვენ გვიყვარს აღდგომის აღნიშვნა“ ეს იყო სლოგანი, პედაგოგისა და მოსწავლეების, როლებმაც გაკვეთილები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს.
გაკვეთილების ფარგლებში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა, მათ შორის: დათესეს ჯეჯილი, წითლად შეღებეს სააღდგომო პოსტერი, მოაწყეს პრეზენტაცია აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით და რაც მთავარია, მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული ახალი ლექსიკური ერთეულები შეისწავლეს.
„აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, ეს არის ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმი. აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება პასკა და სააღდგომო წითელი კვერცხები, რომელსაც დღესასწაულის წინა დღეებში ამზადებენ. აღდგომას უკავშირდება ჯეჯილის გაზრდაც, რაც სიცოცხლისა და განახლების სიმბოლოდ აღიქმება. ტრადიციების პატივისცემა და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა, რასაც საფუძველი ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203