ბათუმის N22 საჯარო სკოლაში „ვეფხისტყაოსნის“ კვირეული გაიმართა
20-04-2022

ბათუმის N22 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ნარგულ ხიმშიაშვილმა „ვეფხისტყაოსნის“ კვირეული მოაწყო. 

„გაცოცხლებული ვეფხისტყაოსანი“ ასე ჰქვია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით გაჯერებულ კვირეულს, რომელშიც ჩართული იყვნენ მე-10 და „ბ“ კლასის მოსწავლეები.

აქტივობის ფარგლებში მოეწყო გამოფენა სკოლის შესასვლელში, ასევე მოსწავლეებმა ვეფხისტყაოსნის საინტერესო სტროფები და მონაკვეთები წაუკითხეს მეექვსე კლასის მოსწავლეებსაც. ამ აქტივობის დაგვირგვინება კი პეტრას ციხეს მონახულება იყო, სადაც გაიმართა კონკურსი, მოსწავლეებმა ისწავლეს სტროფები. გამარჯვებული მოსწავლეები კი სკოლის დირექტორმა, გიორგი რუხაძემ სიგელებითა და ჯილდოებით დააჯილდოვა.

„მადლობა ამ საინტერესო აქტივობებისთვის ჩვენს აქტიურ და ყოველთვის გამორჩეულ პედაგოგს, ნარგულ ხიმშიაშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203