ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრაქტიკული სამუშაო - მეხუთეკლასელებმა პანგეას მოდელი შექმნეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები პრაქტიკულ დავალებებს ხშირად ასრულებენ.
სკოლაში მათი ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებთი უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მეხუთე კლასის მოსწავლებმა პანგეას მოდელი შექმენს. მათ კონტინენტები თავიანთი ხელით დახატეს და გამოჭრეს. შემდეგ ინფორმაცია დაიტანეს და პრეზენტაცია მოაწყვეს.
ისინი აქტივობაში ბიოლოგიის პედაგოგ ნანა ბაღიშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ საგაკვეთილო პროცესში პრაქტიკული მეცადინეობები“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: