ხონის N2 საჯარო სკოლაში, სამართლებრივი კულტურის განვითარების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები ტარდება
20-04-2022
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მნიშვნელოვანი აქტივობები ტარდება.
ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების პედაგოგისა და პოლიციის თანამშრომლის ერთობლივი თანამშრომლობით პროექტის - „სამართლებრივი კულტურის“ ფარგლებში გაკვეთილები ტარდება.
გაკვეთილების თემატიკა აქტუალურ და მრავალფეროვან საკითხებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ მოცემული ფორმატის გაკვეთილებმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და აქტიურობა გამოიწვია.