ჭალადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
20-04-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე იზეიმეს.

მეოთხეკლასელებმა საოცრად ლამაზი ღონისძიება სიტყვებით: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“ დაიწყეს. მრავალფეროვან ღონისძებაზე ნიჭიერი მოსწავლეები ლექსებითა და ცეკვებით წარსდგნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ლალი ბანძელაძე ხელმძღვანელობდა.

„მადლობა ჩემო პატარებო, ასეთი ლამაზი წუთებისთვის, გისურვებთ ულევ წარმატებას თქვენს საყვარელ ლალი მასწავლებელთან ერთად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203