თაგოს საჯარო სკოლაში სახალისო ღონისძიებები გრძელდება
20-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თაგოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის სახალისო ღონისძიებები აქტიურად ტარდება, რომლებშიც მოსწავლეები მუდამ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
მათ შორის, საინტერესო გამოდგა 5 აპრილს საზოგადოებრივი კათედრის მიერ ჩატარებული ღონისძიება „მხიარული სტარტები“.
სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილე ორივე გუნდს - „არგინეთი“ და „გორეძი“ გულშემატკივრობდა.
მხიარულ და დაძაბულ შეჯიბრში კი გუნდმა „არგინეთმა“, გაიმარჯვა.
მონაწილე ორივე გუნდს სიგელი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული თასით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია რომ საზოგადოებრივი კათედრის ხელმძღვანელი ირმა მახარაძეა.