ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
20-04-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.
სკოლის მოსწავლეებმა უკრაინის მიმართ თანადგომის ნიშნად მეგობარი ქვეყნისა და საქართველოს დროშები დახატეს. პატარებმა, ასევე უკრაინელ თანატოლებს კეთილი სურვილები გაუგზავნეს.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი უკრაინას მშვიდობის მალე დამყარებას უსურვებს და გვერდში დგომას უდასტურებენ.