ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დედებს 3 მარტი კონცერტით მიულოცეს
07-03-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში ყველა კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. სკოლის აღსაზრდელებმა იმღერეს, ლექსები წარმოთქვეს და მინიატურა წარმოადგინეს.
ღონისძიებას მუსიკის მასწავლებელი ლალი ქათამაძე უძღვებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დამსწრე საზოგადოება, მშობლები, მოსწავლეები და პედაგოგები, ამ ლამაზი დღით კმაყოფილი დარჩნენ.
ღონისძიების ბოლოს, დედებს 3 მარტი სკოლის დირექტორმა ქიშვარდ გორგოშაძემაც მიულოცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს