ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი მნიშვნელოვანი აქტივობა
20-04-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძიება - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს, მათ შორის დაამზადეს სპეციალური პლაკატი, ხელები ფერადი საღებავებით შეიღებეს და ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203