ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენის სიწმინდის სადარაჯოზე
19-04-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

I-IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

კლასების დამრიგებლები ლამზირა გაბუნია ,მარიკა თოდუა და ხათუნა მერკვილიშვილი არიან, ხოლო მუსიკის მასწავლებელი მირანდა თათელიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203