ძეძილეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილსა და დედაენის დღეს ღონისძიებები მიეძღვნა
19-04-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილსა და დედაენის დღეს ღონისძიებები მიეძღვნა.

სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მოსწავლეებმა განვითარებული მოვლენებისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს, თავიანთი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირეს.

აღინიშნა დედაენის დღეც, მოსწავლეებმა მრავაფეროავნი ნომრები წარმოადგინეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს.

ღონისძებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა კახა გიორხელიძემ მიმართა და ამ დღეების მნიშვნელობის შესასახებ ისაუბრა.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

ღონისძიების მიზანი დაღუპულთა სახელების უკვდავყოფა და იმის არდავიწყება იყო, რაც 9 აპრილს რუსთაველის გამზრიზე მოხდა და ასევე, ქართული ენის დაფასება იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203