წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა დახმარება უკრაინის მოქალაქეებს
19-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მისი მოსწავლეები ჰუმანურები, ტოლერანტები დ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად გაზარდოს და ჩამოაყალიბოს.

სკოლა მუდმივად ახალისებს მოსწავლეთა მზარდასაჭერ ინიციატივებს და ყოველთვის გვერდით უდგას მათ. ამჯერად წინსვილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გადაწყვიტეს მხარდაჭერა გამოეხატათ უკრაინისთვის და შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალდნენ. 

„რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარების პროცესში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები პირველივე დღეებიდან ჩაერთნენ.   

მადლობა ჩვენს ახალგაზრდობას, ასეთი თაობა ააშენებს იმ საქართველოს სადაც თანადგომა, გატანა, პატივისცემა და სამშობლოს სიყვარული იქნება პრიორიტეტი! მადლობა წინსვლის საჯარო სკოლას, მოსწავლეებს, პადაგოგებს, მხარდამჭერებს - ვინც ანუგეშა და მოუწონა ეს ინიციატივა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203