დედაენის დღე ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა
19-04-2022

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიუძღვნეს. ბავშვებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს საინტერესო აქტივობები, პატივი მიაგეს მშობლიური ენის ღირსეულ მცველებს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ დედაენას გაფრთხილება სჭირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დირექციისა და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოების ძალისხმევით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა თუ ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში; პარალელურად კი ზრუნავენ მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებაზე და არც ისეთ თარიღებს ივიწყებენ, რომლებიც გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203