ბავრის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ​დედაენის დღეს „ანბანის ზეიმი“ მიუძღვნეს
19-04-2022
ახალქალაქი​ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში დედა ენისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მე-2 კლასის მოსწავლეებმა ანბანის ზეიმიც გამართეს. ასოების მიხედვით წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და ზღაპარი „წითელქუდა და მგელი“ კეთილი დასასრულით წარადგინეს, რომლებიც ერთმანეთს ტყეში შეხვდნენ და დამეგობრდნენ. 

მოსწავლეებს კეთილმა პრინცესამ ტკბილეულიც კი დაურიგა. სასკოლო საზოგადოებაში ზეიმმა აღფრთოვანება გამოიწვია.

ღონისძიებას ქართული ენის პედაგოგი ჯული ველელი შირინიანი ​უძღვებოდა.

„ენა ერის სულია, ქართული ენა ღმერთების ენაა. უძველესი კულტურა უძველესი ფოლკლორი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203