ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აქტიურად ემზადებიან.
სკოლის პატარა I3 კლასის მოსწავლეებმა სააღდგომო კვერცხები შეღებეს, რომლებიც შემდეგ მათ მიერვე დათესილ ჯეჯილში მოათავსეს. პატარებმა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მოსამზადებელ აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი ხალისით ჩაერთო.