წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
19-04-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
მრავალფეროვანი აქტივობებიდან ერთ-ერთი ღონისძიების მასპინძლები მე-5 კლასის მოსწავლეები გახლდათ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები ქართულ ენაზე, წარმოთქვეს ცნობილი პოეტების ქართული ენის ქებად ამოთქმული ლექსები. ბავშვებმა გაიხსენეს 1978 წლის 14 აპრილს თბილისში ქართული ენის დაცვის გამო მომხდარი ცნობილი მოვლენები.
იაკობ გოგებაშვილის დედა ენაზე მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა მეხუთე კლასელმა, ლიზი ბენდელიანმა.
ღონისძიება მხატვრულ-დეკორატიულად გააფორმა მე-5 კლასის მოსწავლემ ლიზი თურმანოვმა და ხელოვნების მასწავლებელმა ინგა გრძელიძემ. ქართული ენის მასწავლებელი კი მანანა ჯავახაძე გახლავთ.
ასევე, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ჩატარდა კალიგრაფიის და კლასგარეშე კითხვის კონკურსები. სკოლის კულტურულ - საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეებმა წაიკითხეს მათი საყვარელი ლექსები და ციტატები დედაენაზე და ქართულ ენაზე.
„თავიანთ შემოქმედებაში გამოხატეს თავისი სიყვარული ქართული ენისა და დედაენის მიმართ ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა. მადლობა ბავშვებს, მათი საინტერესო შემოქმედება დაათვალიერა ჩვენი სკოლის საზოგადოებამ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203