„გეომეტრიული ფიგურები“ - ფარცხანაყანევის N4 სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
19-04-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, პირველ კლასში მათემატიკაში თემაზე - „გეომეტრიული ფიგურები“ კომპლექსური დავალება ჩატარდა.
მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები, თუ როგორ უნდა გამოიყენონ გეომეტრიული ფიგურები სხვადასხვა საგნების შესაქმნელად. იმუშავეს ჯგუფურად და წარადგინეს პრეზენტაციის სახით.
აღსანიშნავია, რომ პროექტს სკოლის დირექტორი ფატი თევდორაძე ესწრებოდა. ხოლო, პროექტის ხელმძღვანელი სალომე ლოგუა გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს