„როგორ აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?“ - ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
19-04-2022
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი „როგორ აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?“, დაამზადეს.
მასწავლებლის ნესტან აბაშიძის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეებმა ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, ისაუბრეს თუ როგორ აღინიშნება აღდგომა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შექმნეს ნახატები და დაამზადეს კედლის გაზეთი.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მსოფლიო კულტურის გაცნობა - გაზიარება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
სკოლის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარებისათვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203