დედაენის დღესასწაული დიდი სმადის საჯარო სკოლაში 
19-04-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა. 

საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით, სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ ღონისძიება ჩაატარა. 

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დედაენის დღის დაარსების მიზანი, წაიკითხეს ლექსები, გამართეს მათი შექმნილი წიგნის პრეზენტაცია, შეასრულეს სიმღერები. მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ დაგეგმილ ღონისძიებას და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203