ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
19-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კათედრამ (მასწავლებელი ცარო ჭელიძე) დედაენის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნა.
კლასებში თემაზე - „ჩვენი ენა ქართული“ გაკვეთილები ჩატარდა.
მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით მასალები მოიძიეს, გაეცნენ ცნობილი პოეტების ლექსებს, ლიტერატურულ წერილებს, შექმნეს პრეზენტაციები power point-ის გამოყენებით, ლიტერატურულ მუსიკალური კომპოზიცია; მშობლიურ ენას მიუძღვნეს საკუთარი ლექსები, ჩანახატები, ნახატები, კომიქსები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მეშვიდეკლასელთა მიერ მოძიებული მასალა ქართული დამწერლობის წარმოშობისა და უძველესი ლიტერატურული ძეგლების, ასევე ქართული მატერიალური და არამატერიალური საგანძურის შესახებ.
დედაენის დღე სკოლაში იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მე-6 კლასის მოსწავლე ელისაბედ ბუიღლიშვილს ქართულ ენაში „კინგსის“ სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულის დიპლომი, სიგელი და მედალი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203