„ჯანსაღი ცხოვრების წესი“​ - დოლოგნის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
19-04-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები არიან პედაგოგები - ლიანა ჯინჭარაძე და მერი ჯაფარიძე, ხოლო მოსწავლეებიდან - ჯული კოჩაძე და საბა ჯინჭარაძე.

პროექტში ჩართულია სკოლის მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სპორტულ და შემოქმედებით კონკურსებსა და დაგეგმილ აქტივობებში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები ყოველთვის იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203