რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე და დანიშნულება შესძინეს
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-3გ კლასის მოსწავლეებმა ქილები სხვადასხვა მასალისგან მორთეს. მათ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე, ხელოვნების გაკვეთილზე, შესძინეს. მესამეკლასელების ნამუშევრები მართლაც შესანიშნავი და შთამბეჭდავი გამოვიდა.
მათი ხელმძღვანელი დაწყებითი კლასის მასწავლებელი ეკატერინე იაშვილი იყო.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
„თავისი პატარა ხელებით დააწებეს, მოხატეს, აი, ასე გაალამაზეს ქილები სხვადასხვა მასალის გამოყენებით და ახალი სიცოცხლე და დანიშნულება შესძინეს საგნებს ჩემმა ნიჭიერმა პატარებმა. კარგია შრომა, როცა ამ ყველაფერს ხალისით აკეთებ“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: