
„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!“ - ამ ლოზუნგით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს რომ 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია, გამთენიისას მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. დაიღუპა 21, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, დასახიჩრდა და მოიწამლა. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები: