
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ გაიმართა.
ღონისძიებაში მე-5, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ემოციები ჩააქსოვეს მათ მიერ მომზადებულ ღონისძიებაში.
გაიხსენეს როგორ დაიწყო და რა წინაპირობა უძღოდა ამ უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას. ნახეს და მოისმინეს მასწავლებლის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოკოლაჟი, რომელმაც დიდი ემოციები გამოიწვია მათში. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ამ დღეს, უფრო მეტი ტკივილით აღიქვეს 9 აპრილის მოვლენები და გააანალიზეს, რა დიდი გამბედაობა იყო საქართველოს მხრიდან ამ დიდი და სასტიკი იმპერიის წინააღმდეგ ხმის ამოღება. კარგად გაიაზრეს რა დიდი სიხარული იქნებოდა ამ დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადება გმირი ერისთვის.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: