„დავით აღმაშენებლის რეფორმები“​ - ლასურიაშის​ საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
19-04-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის​ საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე იმუშავეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე: „დავით აღმაშენებლის რეფორმები“.

გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მზია მუშკუდიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203