კალის საჯარო სკოლაში პროექტის - „ბუნება საფრთხეშია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
19-04-2022

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში პროექტის „ბუნება საფრთხეშია“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. 

ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები პოსტერისა და პრეზენტაციების სახით წარადგინეს. 

პროექტი მდგრადი განვითარების მე-13 და მე-14 მიზანს (კლიმატის მდგრადობის მიღწევა; წყალქვეშა რესურსები) ეხებოდა. მისი მიზანი მდგრადი განვითარების თითოეული მიმართულების გაცნობა და მოსწავლეთა მაღალი ინტერაქციით, ამ მიმართულებათა ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების სქემის გაცნობიერება იყო.

მასში სკოლის VII და IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

პროექტის ხელმძღვანელი სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის" კონსულტანტ-მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი იყო.

კალის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებსა და პედაგოგს, საინტერესო და შედეგიანი ღონისძიების განხორციელებისათვის.

„წარმოდგენილ პრეზენტაციებში მოსწავლეებმა პასუხები გასცეს უმნიშვნელოვანეს შეკითხვას:

  • რა გავლენას ახდენს ჩვენი ყოველი ქმედება მომავალ თაობებზე ან ადამიანებზე, რომლებიც დედამიწის რომელიმე სხვა რეგიონში ცხოვრობენ?

სასწავლო შედეგებიდან, რომელიც პროექტმა მოუტანა მოსწავლეებს, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეება:

  • გაიაზრეს მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა;
  • შეაფასეს გარემოზე ადამიანის საქმიანობის (ანთროპოგენური ზემოქმედების) შედეგები;
  • იმსჯელეს გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემებზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და თანმდევ შედეგებზე;
  • ჩამოაყალიბეს და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზები;
  • იმსჯელეს XXI-ე საუკუნის მოქალაქის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე ამ საკითხთან მიმართებაში;
  • მოიფიქრეს გარემოსდაცვითი სლოგანი და შექმნეს საკითხთან დაკავშირებული პროდუქტი პოსტერისა და პრეზენტაციების სახით“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203